აფეთქება ვაზისუბანში

შსს: ვაზისუბანში აფეთქების შედეგად ერთმა პირმა დამწვრობა, სამმა კი ინტოქსიკაცია მიიღო

შსს-ს წარმომადგენლის თქმით, ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან, ერთმა დამწვრობა, ხოლო სამმა მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო. 

"ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსში პირველ სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა აფეთქება, რამაც გამოიწვია ხანძარი. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სახანძრო - სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დაშავდა 4 პიროვნება, ერთი დამწვრობით, ხოლო სამი მსუბუქი ინტოქსიკაციით. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები". - ამბობს შსს-ს წარმომადგენელი. 

მისივე თქმით, ადგილზე მუნიციპალური ყველა სამსახურია მობილიზებული და ისინი შეაფასებენ სიტუაციას, თუ რამდენად უსაფრთხოა ახლა კორპუსი საცხოვრებლად. 

ვაზისუბნის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს, 19 დეკემბერს მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირს უკავშირდება. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. 

კომენტარები