ჩინეთი

ჩინეთის უძრავი ქონების მაგნატები 2021 წელს $46 მლრდ-იანი ზარალით ასრულებენ

ჩინეთის 8 ყველაზე მსხვილმა უძრავი ქონების დეველოპერმა 2021 წელს, საერთო ჯამში, 46 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა და მათთვის მიმდინარე წელი 2012 წლის შემდეგ ყველაზე უარესია. მათ შორისაა ევერგრანდიც, რომლის დამაარსებლის, ჰუი კა იანის ქონება წელს $17 მილიარდით შემცირდა.

ჰუი კა იანი წარსულში აზიის მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო $42 მილიარდიანი ქონებით, თუმცა წელს მისი ქონება $6.1 მილიარდამდე შემცირდა. 

თუ ადრე მიიჩნეოდა, რომ ევერგრანდი ძალიან დიდი იყო იმისთვის, რომ ჩაძირულიყო, ახლა ასე აღარ არის. კომპანიამ ვერ მოახერხა ვალდბულებების შესრულება, უცხოური მსესხებლებისთვის ვალის დაბრუნება, რის შემდეგაც, საერიტინგო კომპანიებმა Fitch და S&P Global კომპანია დეფოლტად გამოაცხადეს.

ჩინეთის უძრავი ქონების სექტორის წამყვანი ფირმების მფლობელების დანაკარგები 15 დეკემბრის მონაემებით:

წყარო: ბლუმბერგი

უძრავი ქონების სექტორზე ჩინეთის ეკონომიკის, დაახლოებით, 29% მოდის, თუმცა მთავრობის მიერ შეზღუდვების დაწესებამ სწრაფად განვითარებად სექტორზე იმ მიზნით, რათა ყოფილიყო ეკონომიკური ბუშტი და მოთხოვნას მიწოდებისთვის არ გადაეჭარბებინა, რაც ფასებს ზრდისკენ უბიძგებდა, 15 ჩინური კომპანიის დეფოლტი გამოიწვია.

 

კომენტარები