ჯონ კენედი

აშშ-ს ეროვნულმა არქივმა კენედის მკვლელობაზე 1 500 დოკუმენტი გაასაჯაროვა

ჯონ ფიცჯერალდ კენედი

აშშ-ს ეროვნულმა არქივმა 1963 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებული 1 500 დოკუმენტი გაასაჯაროვა.

როგორც გამოცემა Assosiated Press წერს, ჯერჯერობით დოკუმენტებში არაფერი იკვეთება, რაც 1963 წლის 22 ნოემბერს ლი ჰარვი ოსვალდის მიერ პრეზიდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებულ საჯარო ინფორმაციას მნიშვნელოვნად შეცვლის. თუმცა დოკუმენტების გასაჯაროებას მიესალმებიან ისტორიკოსები და სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ცივი ომის პერიოდში პრეზიდენტის მკვლელობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ერთი კაცი შეიძლებოდა ყოფილიყო.

დოკუმენტები მოიცავს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს კომუნიკაციას და შენიშვნებს, რომლებშიც განხილულია მკვლელობის მომდევნო დღეებში ოსვალდის ვიზიტები საბჭოთა კავშირის და კუბას საელჩოებში და კენედის მკვლელობასთან კუბის კავშირზე. 

CIA-ის ერთ-ერთ ჩანაწერის მიხედვით, ოსვალდი მეხიკოში ყოფნისას დაუკავშირდა საბჭოთა კავშირის საელჩოს და საბჭოთა კავშირში შესვლისთვის ვიზა ითხოვა. დოკუმენტების მიხედვით, მეხიკოში მოსმენილი სატელეფონო საუბრის თანახმად, სექტემბერში საბჭოთა კავშირის საელჩოში ყოფნის დროს მას კომუნიკაცია ჰქონდა კგბ-ს აგენტთან.

კენედის მკვლელობის შემდეგ მექსიკაში დააკავეს კუბის საელჩოს მექსიკელი თანამშრომელი, რომელსაც ოსვალდი ესაუბრა. მისი თქმით, ოსვალდმა უთხრა, რომ კომუნისტი იყო და ფიდელ კასტრო თაყვანისმცემელი იყო. CIA-ის კიდევ ერთ დოკუმენტში აღწერილია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სავარაუდოდ აშშ-ს მთავრობა ფიდელ კასტროს მკვლელობას გეგმავდა.

გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, აშშ-ს მთავრობამ შეაფასა ჰქონდა თუ არა ოსვალდეზე გავლენას Assosiated Press-ის ინტერვიუს კასტროსთან, რომელშიც კასტრო აშშ-ს აფრთხილებდა, რომ თუ აშშ კუბელ ლიდერებს ჩამოიშორებდა, ამას საპასუხო ქმედებები მოჰყვებოდა. 

დოკუმენტებში ასევე ჩანს, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო მაფიასთან დაკავშირებული პირების, მათ შორის სანტო ტრაფიცანტე უმცროსის და სემ ჯიანკანას შესაძლო კავშირებს კენედის მკვლელობასთან. ეს ადამიანები ხშირად ფიგურირებდნენ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებულ კონსპირაციულ თეორიებში.

როგორც Assosiated Press-ი წერს, გასაჯაროებული დოკუმენტები საინტერესო იქნება ისტორიკოსებისთვის და მათთვის ვინც 1960-იანი წლების ჯაშუშობის მეთოდებით არის დაინტერესებული.

1964 წელს კომისიამ დასკვნა, რომ ლი ჰარვი ოსვალდი კენედის მკვლელობისას მარტო მოქმედებდა. 1979 წელს აშშ-ს კონგრესის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა გამოძიებამ ვერ იპოვა რაიმე სამხილი, რომელიც დაადასტურებდა, რომ კენედის მკვლელობაში CIA იყო ჩართული.

კომენტარები