მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე

მელია: თვეების წინ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს სიამოვნებით დააპატიმრებდნენ, დღეს ვერ გაბედავენ

ძალიან ძლიერი სურვილი აქვს ბიძინა ივანიშვილს, ახლა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დაკავების და წერეთლების ოჯახისთვის დარტყმის მიყენების, მაგრამ ვერ შეძლებს. ძალიან დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ვერ გაბედავენ. ვერ გაბედავენ დაკავებას, თუმცა, ძალიან დიდი სურვილი აქვს. იცით, რატომ ვერ გაბედავს? ნამეტანი არის, პოლიტიკური პატიმრები ერთ მოცემულ პერიოდში გყავდეს ბევრი, ჯერ ასეთი რამ მასაც არ უკადრია და აცნობიერებს, რომ ეს გადამლაშება იქნება მისთვის, მართლაც არაპროგნოზირებად ვითარებასთან მოუწევს გამკლავება. 

ბადრი ჯაფარიძისთვის, მამუკა ხაზარაძესა და წერეთლების ოჯახისთვის მას დიდი ტკივილის მიყენება სურს, ანუ, დაკავება უნდა, მაგრამ ვერ დააკავებს. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა. [...] არაუშავს, რაც ადამიანს არ კლავს, ის ყოველთვის აძლიერებს. როგორც არ უნდა განვითარდეს ვითარება, ის ყოველთვის იქნება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის საწინააღმდეგოდ. თუმცა, მე მტკიცედ ვხედავ და მწამს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს ახლა არ აქვთ შესაძლებლობა და უნარი, გააკეთონ ის, რაც უნდათ. რამდენიმე თვის წინ, ამის უფრო ადვილად გაკეთების შესაძლებლობა მიეცემოდათ და სიამოვნებით დააპატიმრებდნენ ბადრის, მამუკასაც და წერეთლების ოჯახსაც. დღეს ისინი ამას ვერ გაბედავენ. 

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ფორმულასთან ინტერვიუში. თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ლელოს ლიდერების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის, ასევე, ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. 

კომენტარები