COVID-19

JPMorgan: პანდემია 2022 წელს დასრულდება და გლობალური ეკონომიკა სრულად აღდგება 

Financial Times

აშშ-ს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, კოვიდპანდემია 2022 წელს დასრულდება და თითქმის ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ, გლობალური ეკონომიკა სრულად აღდგება.

"ჩვენი ვარაუდით, 2022 წელი გლობალური ეკონომიკის სრული აღდგენის, კოვიდპანდემიის დასასრულის და ნორმალური ცხოვრების დაბრუნების წელი იქნება, რისი მიღწევაც ფართო საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებით იქნება შესაძლებელი". – თქვა JPMorgan-ის გლობალური ბაზრების მთავარმა ანალიტიკოსმა, მარკო კოლანოვიჩმა. 

JPMorgan-ის ვარაუდით, ჯანდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი მობილობის და ეკონომიკური აქტივობის ძლიერ აღდგენას გამოიწვევს, რის გამოც ამერიკის უმსხვილესი 500 კომპანიის აქციების ფასი, სავარაუდოდ, 8%-ით გაიზრდება და S&P 500-ის ღირებულება 2022 წლის ბოლოს 5 000 დოლარს გადააჭარბებს.

ანალიტიკოსები პოტენციურ რისკებად ევროპასა და აზიაში გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილ ინფლაციის მაჩვენებელს, ენერგეტიკულ კრიზისსა და ვაქცინაციის დაბალ ტემპს ასახელებენ. გარდა ამისა, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად COVID-19-ის ახალი შტამი, ომიკრონი რჩება, რომლის შესაძლებლობების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერაც არ არის ცნობილი. 

S&P 500-ის ღირებულება

 

 

კომენტარები