ჩიპი

მომავალი წლიდან საქართველოში კანქვეშა ჩიპის შეძენას შეძლებთ 

2022 წლის მარტიდან საქართველოში, iPlus-ის მაღაზიათა ქსელში კანქვეშა ჩიპების შეძენა გახდება შესაძლებელი

კომპანია BioHax International-ის წარმოების ჩიპები მარჯვენა ან მარცხენა ხელის ცერა თითის კანქვეშ მაგრდება და მასში სხვადასხვა ტიპის გასაღებების ჩაწერა იქნება შესაძლებელი, მათ შორის, სახლის კარის, მანქანის, პარკინგის, ობიექტის და ა.შ. 

iPlus-ის ცნობით, BioHax-ის ჩიპებს მსოფლიოს მასშტაბით 30 000-მდე ადამიანი იყენებს.  
ჯერჯერობით, უცნობია, იქნება თუ არა შესაძლებელი ჩიპებში საბანკო ბარათების, პირადობის დამადასტურებელი მოწმოებისა თუ მართვის მოწმობის ჩაშენება. 

"ჩიპი დაპროგრამებულია RFID მარტივი სისტემით, თუმცა აქვს უდიდესი შესაძლებლობები, თუმცა ჩვენ უფლებამოსილი ვართ შემოგთავაზოთ საშუალების მხოლოდ ის სპექტრი, რომელიც ჩვენი პროდუქციის რეალიზაციის და თქვენი კომფორტის ინტერესს წარმოადგენს". – წერია iPlus-ის განცხადებაში. 

CGTN-ის ინფორმაციით, შვედური კომპანიის, BioHax-ის დამფუძნებელი ჯოვან ოსტერლუნდია, თავად კანქვეშა ჩიპები კი ჩინური წარმოებისაა. 

ჩიპისა და იმპლანტაციის ფასი იანვარში გახდება ცნობილი. 

BioHax-ის დამფუძნებელი ჩიპით ხელში, 2017 წელი.
ჩიპის იმპლანტაციის პროცესი

 

კომენტარები