კასპი

კასპის ერთ-ერთ სოფელში გიორგი სააკაძის ნეშტს ეძებენ

qartli.ge

კასპში, სოფელ მეტეხში გიორგი სააკაძის ნეშთს ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია qartli.ge კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმზე დაყრდნობით ავრცელებს. არქეოლოგიური გათხრები მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში მიმდინარეობს და ის სააკაძის ნეშთის ძებნის ფონდმა დაიწყო.

გამოცემის ცნობით, მუზეუმში განმარტავენ, რომ არქეოლოგებმა სააკაძის ნეშთის ნაცვლად, სავარაუდოდ, ვახტანგ გორგასლის პერიოდის ნივთები აღმოაჩინეს. მათივე თქმით, ამჟამად, გათხრები ფინანსების არქონის გამო შეწყდა.

კომენტარები