მიხეილ სააკაშვილი

სუბარი სააკაშვილზე: შეთავაზება მიღებულია, მათ ნომერს მივაწოდებ, ვინც მისი ბრძანებით მოკლეს

შეთავაზება მიღებულია - მე მივაწოდებ დოდო აფრასიძის ტელეფონის ნომერს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ გასცა ბრძანება ოჯახის განადგურების. შეხვდეს, დაელაპარაკოს, მოუხადოს ბოდიში და შემდეგ მიიღოს პატიება. 

მივაწოდებ ყველა იმ ადამიანის საკონტაქტო ნომერს, რომლებიც მისი ბრძანებით იქნენ მოკლული ქუჩაში თუ ციხეში, ნაწამები, გაუპატიურებული. მოუხადოს ყველას ბოდიში, მიიღოს მათგან პატიება. მოიხადოს სასჯელი და მერე ვილაპარაკოთ შერიგებაზე.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი. 11 დეკემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ " საუკეთესო გამოსავალი ეროვნული შერიგებაა".

კომენტარები