ეკონომიკა

ხუციშვილი: ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10%-მდე გავზარდეთ

განახლებული პროგნოზით, ჩვენ წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რისი მოლოდინიც, ბუნებრივია, გვქონდა. ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6.9%, ხოლო ჯამურად, 10 თვის განმავლობაში ზრდა გვაქვს 10.5%. შესაბამისად, ჩვენც დავაკორექტირეთ საბიუჯეტო პროგნოზები და 9.5%-დან გავზარდეთ 10%-მდე მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა. მომდევნო წელსაც საკმაოდ მაღალი, 6%-იანი ეკონომიკური ზრდაა ნავარაუდევი, 2022-25 წლებში კი საშუალო ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალი - 5.5%-ის ფარგლებში იქნება. 

ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს 65 მლრდ ლარს გადააჭარბებს, რაც ნიშნავს, რომ 1 სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა იქნება 5 500 დოლარზე მეტი, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა ამ მიმართულებით. 

თქვა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

კომენტარები