KHIDI

ინსპექცია: კლუბი KHIDI-ის დალუქვის ბრძანება გაიცა, გონივრულ ვადას ვაძლევთ

პოლიცია კლუბ ხიდთან
ტაბულა

შრომის ინსექცია აცხადებს, რომ კლუბი ხიდი დაილუქება და ამისთვის კლუბის წარმომადგენლებს "გონივრულ ვადას აძლევს". შრომის ინსპექციამ ხიდი 10 000 ლარით დააჯარიმა. 

"დალუქვის შესახებ ბრძანება არი მიღებული და შესაბამისად ობიექტს მიეცა გონივრული ვადა იმისათვის რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს ობიექტიდან გამოსვლა".- ამბობს ინსპექციის წარმომადგენელი და აცხადებს, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდებიან და კლუბს დახურავენ. 

კლუბთან შეკრებილები აცხადებენ რომ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. კლუბის თანადამფუძნებელი თამუნა აქსანდერი ამბობს, რომ ჯარიმას გადახდას არ აპირებს. 

21-თვიანი პაუზის შემდეგ, კლუბმა KHIDI-მა მუშაობას 3 დეკემბერს განაახლა. საკლუბო ღამეზე დასწრება მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე პირებს შეეძლოთ.

კომენტარები