რუსული ოკუპაცია

ოკუპანტების მიერ სოფელ ვანელთან უკანონოდ დაკავებული მოქალაქე გათავისუფლდა

www.tzona.org

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ვანელთან 1-ელ დეკემბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი ცხელი ხაზი, ასევე, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. 

"საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო დაკავებებსა და ყველა სხვა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას". - ვკიტხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები