ბელარუსი

ლუკაშენკო პუტინზე: მისთვის მეტი ვარ, ვიდრე მეგობარი

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი
DW

"ამას მხოლოდ ერთი რამით ავხსნი, მისთვის მეტი ვარ, ვიდრე მეგობარი", – ასე უპასუხა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსული მედიის ჟურნალისტს, დმიტრი კისელიოვს შეკითხვაზე, თუ როგორ ახსნის, რომ მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინისთვის არაერთხელ უწოდებია მეგობარი, პუტინს კი განცხადებებში იგივე არასდროს უთქვამს მასზე. 

"არ დავფიქრებულვარ, ვისარგებლებ თქვენი ამ შეკითხვით, მალე შევხვდები და ვკითხავ, კისელიოვს უკვირს მეგობარს რომ არ მეძახი-მეთქი. 

ერთხელ დიმა პესკოვმა ძალიან სწორად თქვა, გახსოვდეთ, ამ სამყაროში მეგობრები არ გვყავსო. მას ჟურნალისტები ეკითხებოდნენ "აი, ლუკაშენკო თვლის, რომ...", დიმიტრი კი პასუხობს: "ჩვენ მეგობრებზე მეტი ვართ, ჩვენ ძმები ვართ". მშვენიერი პასუხია. მეც ასე ვიტყვი, ვლადიმირ პუტინი მეგობარზე მეტად მთვლის, ჩვენ ღვიძლი ძმები ვართ. 

ჩვენ სამყაროს ერთნაირად ვხედავთ, ამ სამყაროს ერთი თვალებით ვუყურებთ. შეიძლება სხვადასხვა დასკვნები გამოვიტანოთ, განსხვავებული ქმედებები გვქონდეს, მაგრამ თვალები ამ სამყაროს ერთნაირად ხედავს", – დაამატა ლუკაშენკომ.

"როგორც მას, ისე მე, წყენის შემთხვევები გვაქვს ხოლმე, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე, ზოგჯერ არის დღეები, როცა წყენა არაა, თუმცა ზოგჯერ... მაგრამ ჩვენი ცხოვრება ასეთია, პრეზიდენტებისა და პოლიტიკოსებითვისაც კი, ადამიანისგან ერთ დღეს რამე გეწყინება, მეორე დღეს კი პირიქით", – უპასუხა ლუკაშენკომ ჟურნალისტის შემდეგ შეკითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ზოგჯერ პუტინს რაღაცები სწყინს.

კომენტარები