მე-10 მოწვევის პარლამენტი

წულუკიანი პარლამენტში ოპოზიციის ცარიელ სკამებზე: არა მხოლოდ სკამები აქვთ ცარიელი

ბევრმა თქვენგანმა სპორტის უნივერსიტეტის ისტორია ჩემზე უკეთ იცით, თუ რატომ არის ის დღეს ამ მდგომარეობაში. თავის დროზე რომ არა ის ადამიანები, ვინც იქ, პირდაპირი მნიშვნელობით, გამაგრდნენ, აქ [პარლამენტში] ცარიელი სკამები ვინც არიან, ისინი გაყიდდნენ და გაყიდვაც იყო ბევრი კომპონენტის დაგეგმილი, მაგრამ ცარიელი სკამები, რომლებსაც არა მხოლოდ სკამები აქვთ ცარიელი, ვერ მოესწრნენ იმას, რომ სპორტის უნივერსიტეტი წაერთმიათ ქართული სპორტისთვის. სამაგიეროდ, მოესწრნენ იმას, რომ დღეს შენობა არის სავალალო მდგომარეობაში. იმედია, გამოინახება თანხები მის აღსადგენად.

თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

კომენტარები