მიხეილ სააკაშვილი

დეკანოიძე: არავითარი სამართლიანი საფუძველი არ არსებობს სააკაშვილის საპყრობილეში ყოფნის

უახლოეს პერიოდში გვექნება კომუნიკაცია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროპარლამენტარებთან, ამიტომ, მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც ეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, საქართველოში არსებულ სიტუაციას, იმას, რომ ქართული ოცნება მორიგ ჯერზე აპირებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს და ქართულ საზოგადოებას უღალატოს, რასაც გულისხმობს საკონსტიტუციო ცვლილებების უკან წაღება. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ არავითარი სამართლიანი საფუძველი არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის საპყრობილეში ყოფნის, ესაა პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო ინტერესია პირველ რიგში, სხვანაირად დემოკრატია ამ ქვეყანაში ვერ აიგება, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც მესამე პრეზიდენტი იყოს გათავისუფლებული.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

კომენტარები