განვიხილეთ ახალ ვარიაციასთან, ე.წ ომიკრონთან დაკავშირებული ცვლილებები, საერთაშორისო გამოცდილებები, ის, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა, მათ შორის ბუსტერ დოზების გამოყენების საკითხი, იმისთვის, რომ ომიკრონთან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.
გარდა იმისა, რომ ინდივიდუალურ დონეზე დაცვის ღონისძიებების გამოყენება მნიშვნელოვანია, ასევე, ხაზგასმით იქნა აღნიშნული ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების და ბუსტერ დოზების გამოყენების მნიშვნელობა.
დღეს დეტალურად ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დაამუშავებს ბუსტერ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი ბუსტერ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6 თვიდან 5 თვემდე.