ეკონომიკა

2021 წელს საქართველომ რუსულ გაზში $55 მილიონი გადაიხადა

pennystockresearch

2021 წლის 10 თვეში საქართველომ სულ 217.9 მლნ დოლარის ბუნებრივი აირი იყიდა ორი მეზობელი ქვეყნისგან, აზერბაიჯანისგან და რუსეთისგან. აქედან, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზის ღირებულება 162.6 მლნ დოლარი იყო, ხოლო რუსეთიდან იმპორტირებული გაზის - 55.3 მლნ აშშ დოლარი.

2020 წლის ანალგიურ პერიოდში საქართველომ ბუნებრივი აირის იმპორტში 229 მლნ დოლარი გადაიხადა.

უშუალოდ რუსეთიდან გაზის იმპორტში გადახდილი თანხა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 158%-ითაა გაზრდილი. წინა წლის 10 თვეში რუსულ გაზში 21.4 მლნ დოლარი გადავიხადეთ.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, წინა წლის 10 თვეში საქართველომ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტში 204.5 მლნ დოლარი გადაიხადა. 

საქსტატის მონაცემებით, იმპორტირებული გაზის მოცულობები წინა წლების მიხედვით შემდეგნაირია:

  • 2019 - 2 685,8 მლნ.მ3 
  • 2018 - 2 398,1 მლნ.მ3
  • 2017 - 2 335,4 მლნ.მ3
  • 2016 - 2 255,3 მლნ.მ3
  • 2015 - 2 500,8 მლნ.მ3
  • 2014 - 2 183,5 მლნ.მ3
  • 2013 - 1 912,4 მლნ.მ3

 

კომენტარები