მეკობრული ფილმები

ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით სოციალურ ქსელებში მეკობრული საიტების გვერდები წაიშალა

Facebook-სა და Instagram-ზე ქართული ე.წ. მეკობრული საიტების (adjaranet.com, iMovies.cc, croconet.com, qartulad.com, srulad.com, geosaitebi.ge, hoovies.net, movies.ge) გვერდები გასაჩივრების უფლების გარეშე წაიშალა.

ქართული ორგანიზაცია ანტიმეკობრული ცენტრის განცხადებით, ზემოხსენებულ ვებგვერდებს სოციალური მედიის გვერდები ჰოლივუდის დიდი კინოსტუდიების გაერთიანების MPA მიმართვის საფუძველზე წაეშალათ.

ანტიმეკობრული ცენტრის ინფორმაციით,  ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესი კიდევ უფრო მასშტაბურ ფორმას მიიღებს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში Google-ის საძიებო სისტემაში ე.წ. მეკობრული ვებგვერდები შეიზღუდოს.

აღსანიშნავია, რომ სოციალურმა ქსელებმა გადაწყვეტილება ევროკავშირის წესდების გამომდინარე მიიღეს, რომლის თანახმადაც, სოციალური ქსელები ვალდებულნი არიან, თავიანთ პლატფორმაზე საავტორო უფლებები დაიცვან.

კომენტარები