მიხეილ სააკაშვილი

"რატომ მინდა, ბაიდენმა ხმამაღლა ისაუბროს" – მიხეილ სააკაშვილის სტატია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი დამაკავეს ქვეყანაში, რომელსაც ერთ დროს ვმართავდი – აი, რატომ მინდა, რომ ბაიდენმა ხმამაღლა ისაუბროს გამოცემა POLITICO-ში გამოქვეყნდა. წერილი სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდე გამოცემას მისმა ადვოკატებმა და თანაპარტიელებმა მიაწოდეს. სტატიაში ყოფილი პრეზიდენტი მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბებაში, ოპოზიციის რეპრესიასა და სხვა არადემოკრატიულ მოქმედებებში ადანაშაულებს.

"ვწერ მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისიდან, საქართველოდან - ქვეყნიდან, რომლის პრეზიდენტიც ერთ დროს ვიყავი. საქართველოში ოქტომბერში, რამდენიმეწლიანი დევნის შემდეგ დავბრუნდი და დამაკავეს ბრალდებით, რომელიც მჯერა, პოლიტიკურად მოტივირებულია. თითქმის 50 დღე ვშიმშილობდი, ვაპროტესტებდი ჩემს დაკავებას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ ქართული ოცნება გააძლიერა სასამართლო სისტემის და ბევრი სახელმწიფო და არასახელმწიფო მედიის კონტროლი, საშუალება მისცა კორუფციას გაზრდილიყო, გააყალბა არჩევნები და ქვეყანა პუტინის რუსეთთან დაახლოვა.

ჩემი პრეზიდენტობის დროს, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს ესტუმრა და აშშ-ს მხარდაჭერის პირობა დაედო, მას შემდეგ რაც რუსეთი შემოიჭრა და ნაწილობრივ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. "ჩვენ, შეერთებული შტატები ვდგავართ თქვენს გვერდით უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და კვლავ გაერთიანებული საქართველოს მოგზაურობაში" - დაგვპირდა ჯო ბაიდენი. მან მოუწოდა ჩემს ადმინისტრაციას, უზრუნველეყო "გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული დემოკრატია სრული ჩართულობით".

დღეს მე მოვუწოდებ მის ადმინისტრაციას, შეასრულოს თავისი რული ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერაში, რომელიც ახლა სერიოზულ საფრთხეშია. ბაიდენის მიზნის გათვალისწინებით, დემოკრატიამ ავტოკრატიაზე წინ წაიწიოს, იმედი მაქვს, ის საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ თავისუფლებებისთვის ძირის გამოთხრისთვის, რომელთა მოპოვებისთვისაც ამდენი ვიმუშავეთ.

მე საქართველოს პრეზიდენტი 2004 წელს გავხდი, როდესაც მშვიდობიანმა ვარდების რევოლუციამ მოითხოვა დემოკრატიული რეფორმები, კორუფციის აღმოფხვრა და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაცია. ბედის ირონიაა, რომ ნაწილობრივ დემოკრატიზაციისთვის ჩვენი ძალისხმევის გამო, ჩემი პარტია დამარცხდა 2012 წლის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ დავუთმეთ ძალაუფლება კოალიციას, რომელსაც ქართული ოცნება ხელმძღვანელობდა, რომელის სათავეშიც ბიძინა ივანიშვილი იყო. სენატორმა ჯინ შაჰინმა ჩემს მიერ ძალაუფლების დათმობა 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ თავის სიტყვაში გაიხსენა და თქვა, რომ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა არასოდეს უნდა იყოს დაუფასებელი.

ძალაუფლებაში დემოკრატიული პროცესებით მოსვლის შემდეგ ივანიშვილის მთავრობა მალევე გახდა ანტიდემოკრატიული. დღეს საქართველოს ინსტიტუტები, მათ შორის სასამართლო სისტემა, სამართალდამცავი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები კანონის უზენაესობის ხარჯზე თითქმის ექსკლუზიურად ემსახურება მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პატარა კლანის ინტერესებს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ბოლო არჩევნების დროს ამომრჩეველთა დაშინებისა და სხვა არადემოკრატიული მოქმედებების გამო. ივლისში თბილისში ძალადობრივი, ანტი-ლგბტ დემონსტრანტები თავს დაესხნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, აიძულეს გაეუქმებინათ ღირსების მარში, [თავდასხმამ] საბოლოოდ ოპერატორის სიკვდილი გამოიწვია. აქტივისტები საქართველოს მთავრობას ჟურნალისტების და ლგბტ თემის წინააღმდეგ მუქარაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ.

ამავდროულად მთავრობამ დე ფაქტო შეაჩერა ნებისმიერი პრაქტიკული ძალისხმევა NATO-ს წევრობის გზაზე წინსვლისთვის. ქართველმა ხალხმა არაერთხელ აღნიშნა, რომ NATO-ში გაწევრიანების მომხრეა. ამის ნაცვლად საქართველო ირანთან და რუსეთთან "რეგიონული თანამშრომლობის" პლატფორმას ეარშიყება, რომელსაც სტრატეგიული სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან დასავლეთის გავლენის აღმოფხვრის იდეა ამოძრავებს. ეს ბაიდენის ადმინისტრაციას უნდა აღელვებდეს. როდესაც ის 2009 წელს ჩამოვიდა, საქართველო გამოწვევებით სავსე რეგიონში საიმედო მოკავშირე იყო. ახლა ქართული ოცნება ქვეყნის ბედს რუსეთის დაქვემდებარებული სახელმწიფოს ბეჭედს ასვამს.

ივანიშვილის რეჟიმმა ძალაუფლების გადამეტებისთვის წლების წინ დაუსწრებლად წამიყენა ბრალდებები. ვთვლი, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და საგანგაშო მაგალითია პარტიის მცდელობისა, გააჩუმოს ოპოზიცია. ამიტომ დავბრუნდი საქართველოში ამ შემოდგომაზე, ქვეყნის გარეთ გატარებულუ რამდენიმე წლის შემდეგ, ვიცოდი, რომ სავარაუდოდ ციხეში აღმოვჩნდებოდი. იმედი მაქვს, ყურადღებას მივაქცევდი აქ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას, რომელიც ათასობით ქართველმა გასული თვის არჩევნების შემდეგ ქუჩებში გააპროტესტა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ხაზი გაუსვა დემოკრატიული ფასეულობების, მათშორის კანონის უზენაესობის და სიტყვის თავისუფლების გაძლიერებისა და დაცვის მნიშვნელობას. ახლა ქართველ ხალხს სჭირდება მათი დემოკრატიული და პროდასავლური მისწრაფებების აქტიური მხარდაჭერა ავტორიტარიზმის საფრთხის წინააღმდეგ. პირველ რიგში აშშ-მ ღიად უნდა დაგმოს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრითვის. აშშ-ს კონგრესმა უნდა განიხილოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ მაგნიტსკის აქტით სანქციების დაწესება. (პარასკევს ევროპარლამენტარების ჯგუფმა მოუწოდეს ევროკავშირის, განეხილათ პერსონალური სანქციები მათთვის, ვინც პასუხისმგებელია "არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ მოპყრობაზე" ციხეში) სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ან სხვა მაღალჩინოსნის ვიზიტი აჩვენებდა ქართველი ხალხის მიმართ ამერიკის სოლიდარობას. საბოლოოდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეცვალოს გადაწყვეტილება სამიტზე დემოკრატიისთვის საქართველოს მთავრობის მიპატიჟების შესახებ, ეს მიპატიჟება არასწორ სიგნალს გზავნის და რისკავს ქართული ოცნების არადემოკრატიული მოქმედებების ლეგიტიმაციას.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ხანგრძლივი ისტორია აქვს საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერისა საშინაო და საგარეო არადემოკრატიული ელემენტებისგან. თავისუფლების შემაშფოთებელი ეროზიის და რუსეთის მზარდი გავლენის პირისპირ, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ნათლად აჩვენებს, სად დგას."

კომენტარები