ალტ-ინფო

"მზად ვართ, რუსეთთან დავალაგოთ პარტნიორული ურთიერთობა" – ალტ-ინფომ პარტია დააფუძნა

პუტინისტურმა, ძალადობრივმა დაჯგუფება ალტ-ინფომ, პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობა  დააფუძნა. 

პარტიის ყრილობა ამ წუთებში მიმდინარეობს. 

"რაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ რუსეთს როცა იქ ჩავალთ? ყველაფერი იქნება თქვენთან შეთანხმებული და დეკლარირებული. სათქმელი გვაქვს კონკრეტული – თუ რუსეთის ფედერაციას მართლა უნდა საქართველოსთან მოკავშირეული მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ, არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშაოთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან დავალაგოთ პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა". - ამბობს პარტიის თავმჯდომარე, ზურაბ მახარაძე.

ალტ-ინფო არის პლატფორმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 5-6 ივლისის ძალადობების წაქეზებასა და მათ გამართლებაში. ასევე, ალტ-ინფოს ერთ-ერთი წამყვანი, ზურაბ მახარაძე იყო ერთ-ერთი, ვინც პრაიდის კვირეულის პირველ დღეს, 2 ივლისს გამართულ კონტრაქციას ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, ის პარლამენტის წინ აღმართული "ჯვრის დაცვის" აქციაზე, 9 ივლისს გამოდიოდა ძალადობისკენ მოწოდებებით. 

კომენტარები