ელენე ხოშტარიას შიმშილობა

კობახიძე: ხოშტარიას მდგომარეობაზე სააკაშვილია პასუხისმგებელი, მას კაცობის არაფერი სცხია

ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი, თავიდან ბოლომდე, მიხეილ სააკაშვილი, ეს უპასუხისმგებლო კაცი. მას რომ ჰქონდეს ელემენტარული კაცობა, ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას, თუმცა, კაცობის არაფერი სცხია მიხეილ სააკაშვილს, მან ეს დაამტკიცა 9 წლის განმავლობაში როცა იყო მმართველობაში და შემდეგ 9 წლის განმავლობაში, როცა იყო ოპოზიცის ლიდერი

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-17 დღეა შიმშილობს. 19 ნოემბრიდან მან მედიკამენტებსა და გადასხმებზეც უარი თქვა. ელენე ხოშტარიას რამდენიმე დღეა გადაადგილება უჭირს, რის გამოც, პარლამენტში ეტლი მიუტანეს.

კომენტარები