კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 278 შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.34%-ია

The Insurance Journal

Covid 19-ით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 51 298 ტესტი და დადასტურდა 4 278 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 154 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.34%, ბოლო 7 დღის 8.99%, ხოლო ბოლო 14 დღის - 9.52%.

ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 749 გამოვლინდა, აჭარაში - 155, იმერეთში – 715, ქვემო ქართლში – 273, შიდა ქართლში – 412, გურიაში – 109, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 334, კახეთში – 267, მცხეთა-მთიანეთში – 110, სამცხე-ჯავახეთში – 114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 51 723, საიდანაც 6 490 ადამიანი კლინიკაში მკურნალობს, 1 173 - Covid სასტუმროში, ხოლო 44 060 - საკუთარ სახლში.

მძიმე პაციენტია 1 630, მათგან 381 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 804 571 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  741 470 პაციენტი და გარდაიცვალა –  11 352.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

კომენტარები