მიხეილ სააკაშვილი

ზურაბიშვილი: ოფიციალურ პირთა გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს გაუგებრობას

არ შეიძლება ამ ვითარებაში არ გამოვთქვა წუხილი, რომ ინფორმაციისა და მოზომილი კომენტარების მაგივრად, ზოგიერთი ოფიციალური პირის მიერ გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს მეტ გაუგებრობას, დაძაბულობას, თუ გაღიზიანებას.

ქვეყნის სიმშვიდისა და დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იქნეს გააზრებული ყოველი სიტყვა თუ ქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა შესაძლო პროვოკაცია და დაპირისპირებების მცდელობები. ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია და რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაა, განსაკუთრებული დაკვირვებისა და საფრთხის ქვეშაა, ამიტომ ნებისმიერი პროვოკაცია, სპეკულაცია და დესტაბილიზაცია, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ითხოვს მყისიერ, დაფიქრებულ და გონივრულ რეაგირებას.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

კომენტარები