ელენე ხოშტარია

კალოიანი ხოშტარიაზე: მდგომარეობა კრიტიკული არ არის, მაგრამ საკმაოდ მძიმეა

ტაბულა

"მდგომარეობა არ არის კრიტიკული, თუმცა, საკმაოდ მძიმეა და ამ ტემპით გაუარესების გაგრძელება იქნება პირდაპირი საფრთხე მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის". - ამბობს ექიმი და ევროპული საქართველოს წევრი, ვახტანგ კალოიანი, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე საუბრისას, რომელიც უკვე მე-12 დღეა შიმშილობს. 

მისივე თქმით, ხოშტარიას უტარდება ის სამედიცინო მანიპულაციები, რისი ჩატარებაც შესაძლებელია და ეს, ძირითადად, მედიკამენტების მიღებას გულისხმობს. 

დღესვეა დაგეგმილი ანალიზების აღებაც. 

"მეტად არის გამოხატული სისუსტე და ინტოქსიკაცია. იყო ღებინების რამდენიმე ეპიზოდი, რაც ინტოქსიკაციის მაჩვენებელია. იდეალური იქნებოდა შიმშილობის შეწყვეტა და ჰოსპიტალში გადაყვანა, რაზეც პაციენტი ამ ეტაპზე უარს აცხადებს. 

იმედი გვაქვს, შევძლებთ, ვითარების მეტ-ნაკლებად სტაბილიზაციას და გაუარესების შემცირებას. სამწუხაროდ, ტენდენცია არის მოსალოდნელი, რაც შეესაბამება შიმშილობის ასეთ მძიმე ფორმას და მე-12 მე-14 დღეს". - ამბობს კალოიანი. 

დროას დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია უკვე მე-12 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. 

კომენტარები