მიხეილ სააკაშვილი

ხოშტარია: ხელისუფლებამ ფოტიგას უარი დასავლეთისა და ევროკავშირის შეურაცხყოფით უთხრა

ხელისუფლება იქცევა საგანგაშოდ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ. გუშინ საგანგებო ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა ევროპარლამენტარი, ძალიან დიდი, მნიშნელოვანი თავისუფლებისთვის ბრძოლის ბიოგრაფიის მქონე ანა ფოტიგა, რომელიც დიდი პატივი მაქვს, რომ აქაც [პარლამენტში] იყო მოსული, მაგრამ მისი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ამ კრიზისში მიხეილ სააკაშვილის მონახულება და მისი მდგომარეობის მონიტორინგი.  

ხელისუფლებამ ძალიან უხეშად და შეურაცხმყოფელად, ყველანაირი კანონდარღვევით და ჩვენი პარტნიორების, მთლიანად დასავლეთისა და ევროკავშირის შეურაცხყოფით უარი უთხრა შესვლაზე ადამიანთან, რომლის სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლება დღეს გათელილია.

ამბობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელიც საქართველოში 12 ნოემბერს ჩამოვიდა, წერს, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს. 

კომენტარები