მიხეილ სააკაშვილი

დეკანოიძე: არ მესმის, რატომ არ გვხვდება ტიკარაძე, მისი უწყება ყველაზე ჰუმანური უნდა იყოს

ვფიქრობდი, ეკატერინე ტიკარაძეს ეყოფოდა გამბედაობა, შეგვხვედროდა. იმიტომ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო წესით უნდა იყოს ყველაზე ჰუმანური სამინისტრო. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთად, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. ჩვენ გვინდოდა მასთან საუბარი იმ გამოსავლის ძიებაზე, რომელიც შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში. მე არ მესმის, რატომ შეიძლება, არ შეხვდეს დეპუტატებს და ესაუბროს კრიზისიდან გამოსავლელ გზებზე, როდესაც ხარ მინისტრი, როდესაც ხარ წესით ყველაზე ჰუმანური სამინისტროს მინისტრი და შენი უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.

მე ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთანაც, ვუთხარი, რომ ძალიან ცუდია, როდესაც სამინისტროები საკანონმდებლო ორგანის არ უწევენ ანგარიშს, ვთხოვეთ მას, რომ ეშუამდგომლა შესაბამის უწყებებთან, რეალურად, მნიშვნელოვანია შეხვედრა და განსჯა. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტიკარაძე, მაგრამ მგონი, მის ინტერესშიც უნდა იყოს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა

ენმ-ის დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე.

კომენტარები