მიხეილ სააკაშვილი

ხოშტარია: ანალიზებში რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ აუცილებელი იყო გადასხმა

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

მოძრაობა დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს სამედიცინო დახმარებას, თუ სასიცოცხო პარამეტრებს შეექმნებათ საფრთხე. დეპუტატმა ჯანმრთელობის გაურესების გამო, გუშინ,9 ნოემბერს, პირველი გადასხმა გაიკეთა. 

"რეალური განმუხტვა სიტუაციის არის მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა. მე ვგრნობ თავს კარგად. მე, როგორც საზოგადოებას გუშინ გავაცანი ინფორმაცია, იქიდან გამომდინარე, რომ კონტექსტი შეიცვალა და ეს შიმშილობაც შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივი, ექიმების რჩევითა და კონსულტაციით, მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ მივიღებ მხოლოდ სამედიცინო ჩარევას - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრებს შეექმნება საფრთხე.

აქედან გამომდინარე, ანალიზებმა აჩვენა, რომ რამდენიმე მაჩვენებელი, იყო იმდენად საშიში, რომ აუცილებელი იყო გადასხმა. გუშინ გავიკეთე პირველი გადასხმა. ოღონდ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ გავიკეთებ გადასხმებს ჩემი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. [მხოლოდ] სამედიცინო ჩარევას, რომელიც აგვარიდებს ლეტალურ შედეგს ან გონების დაკარგვას”, - ამბობს ელენე ხოშტარია. 

მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე მერვე დღეა შიმშილობს

კომენტარები