მსხვილი პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა, რა თქმა უნდა, სურათს ამძაფრებს, მაგრამ ჩვენი ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს და არ უნდა გამოგვრჩეს, დევნის არცერთი სუბიექტი და არცერთი ფაქტი, რომელსაც საქართველოში ექნება ადგილი. ზუსტად ისეთივე ყურადღებით უნდა მოვექცეთ, როგორც ვექცევით მსხვილ პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტს. ჩემი აზრით, ამ ფაქტების ერთობლიობა შექმნის იმის წინაპირობას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჩამოყალიბდეს საერთაშორისო წნეხის ის ეფექტური ზომები, რომელიც საბოლოო ჯამში, მოიტანს რეალურ შედეგს. ეს ბრძოლა საკმაოდ ხანგრძლივია და ჩვენ თითოეული ფაქტი და შემთხვევა უნდა გამოვიყენოთ ივანიშვილის რეჟიმის მხილებისთვის. გარდა ამისა, ამ ადამიანებს ზუსტად ისევე ჭირდებათ მხარდაჭერა და შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე სხვა პოლიტიკურ ფიგურებს
მიხეილ სააკაშვილის საქმე
ბობოხიძე: პოლიტიკური დევნის ფაქტები ივანიშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო წნეხის წინაპირობაა
tbl.ge/5rd6
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესის შესახებ.
ამავე თემაზე
- ბოკუჩავა: სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია
- ბითაძე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე: როდესღაც ხომ უნდა დამდგარიყო ეს დღე?
- ჩხაიძე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე: რამდენადაც ვიცი, ძალიან მშვიდად მიიღო ეს ინფორმაცია
- "აღარ ესაჭიროება მკურნალობა" - მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს
- "პასუხისმგებლობას ზურაბიშვილიც იზიარებს" - ბოკუჩავა სააკაშვილის განაჩენზე




