ბელა ჰადიდი

ბელა ჰადიდმა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ილაპარაკა

Yahoo News

ამერიკელმა მოდელმა ბელა ჰადიდმა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა.

"ის შეგრძნება მაქვს, როდესაც ფიქრობ, რომ საკმარისად კარგი არ ხარ და არ ხარ დარწმუნებული, რომ შენი შემოქმედება მნიშვნელოვანია. ეს ნორმალურია, თითოეულ ადამიანი განსაკუთრებული და უნიკალურია. ხშირად გვავიწყდება, რომ ყველანი ერთნაირები ვართ: დაკარგულები, გზააბნეულები, თავდაუჯერებლები, არ ვიცით რისთვის ვარსებობთ. ეს შფოთი, რომელიც ყველას გვაწუხებს და ამავდროულად ყველანი ვმალავთ. გახსოვდეთ ყველას, ვინც რთულ მდგომარეობაშია - სოციალური ქსელები არარეალურია. ზოგჯერ მხოლოდ იმის მოსმენა გჭირდებათ, რომ მარტონი არ ხართ. მიყვარხართ, გხედავთ, მესმის თქვენი ხმა. თვითდახმარება და ფსიქიკური დაავადებები/ქიმიური დისბალანსი არასწორხაზოვანია და ამერიკულ გორაკებს ჰგავს. იცოდეთ, გვირაბის ბოლოს სინათლეა. ამის გასააზრებლად ძალიან დიდი დრო დამჭირდა, საკუთარ თავთან მეტი დრო უნდა გაატაროთ, რომ გადაიაზროთ ტრავმები, შფოთვის გამომწვევი მიზეზები, მეტად შეიმეცნოთ ტკივილი და მასთან გამკლავების გზები. არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ უფრო რთული ხდება აქ საკუთარ სიმართლეზე ლაპარაკი. მადლობა, რომ მომისმინეთ. მიყვარხართ". – წერს მოდელი სოციალურ ქსელში.

ჰადიდმა პოსტს უილოუ სმიტის ვიდეო და საკუთარი ფოტოები დაურთო. 

ბელა ჰადიდი ამერიკელი მოდელია, რომელმაც 2016 წელს გამოცემა Models.com-მა წლის საუკეთესო მოდელად დაასახელა. თანამშრომლობდა ისეთ მოდის სახლებთან და კოსმეტიკურ კომპანიებთან, როგორებიც არის Victoria's Secret, Chanel, Tommy Hilfiger, Ralph Lauren. არაერთხელ მოხვდა ჟურნალების Vogue, Harper's Bazaar, GQ გარეკანზე. მისი და ჯიჯი ჰადიდი ასევე ცნობილი მოდელია.

კომენტარები