12-დან 15 წლამდე მოზარდები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შეძლებენ, კერძოდ კი Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"მშობლის თანხმობით, რაც გახლავთ აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთხვევაში, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და აიცრან ფაიზერით". – ამბობს თამარ გაბუნია.
აქამდე, 12-15 წლის ბავშვებს მხოლოდ მძიმე ქრონიკული დაავადების შემთხვევაში ცრიდნენ.