უპატრონო ცხოველები

პატრონის მიერ ძაღლისა და კატის მიტოვებაზე, შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს 

პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვებამ, შესაძლოა, ადმინისტრაციული სანქციის დაკისრება გამოიწვიოს. 

დეპუტატების - ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, შინაური ცხოველის მიტოვების შემთხვევა მეპატრონე ფიზიკური პირის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 1 500 ლარის ოდენობით. 

განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმე კი – 3 000 ლარით. 

კანონპროექტის ინიციატორთა განმარტებით, მიუსაფარი და უსახლკარო ცხოველების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი მეპატრონეების მიერ მათი მიტოვებაა. 

"ბოლო პერიოდში გახშირებულია ცხოველების მიტოვება მეპატრონეების მიერ, რომელთაც მათზე ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება გააჩნიათ, პრევენციული მექანიზმი კი არ არსებობს.

კანონპროექტის მიზანია, მოქმედ კანონმდებლობაში განისაზღვროს პრევენციული მექანიზმი, რომელიც შინაური ცხოველის მეპატრონეს შეაფერხებს ცხოველის ქუჩაში მიტოვებისგან.

ამას­თან, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნია ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს მკაც­რი მე­ქა­ნიზ­მი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი არა­სა­სურ­ვე­ლი ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი, რო­გორც ცო­ცხა­ლი, სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მან­კი­ე­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის შეც­ვლას და ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი ჰუ­მა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას". – წერია კანონპროექტში. 

დაამტკიცებს თუ არა საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივას, ჯერჯერობით, უცნობია. 

კომენტარები