ეკონომიკა

ღარიბაშვილი: წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქნება, 2022-ში მშპ ერთ სულზე $5 500 იქნება

პარლამენტში წარვადგინეთ კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტი. გადაიხედა რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და ჩვენი ვარაუდით, წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზიც და ბიუჯეტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58.4 მილიარდი ლარის ნაცვლად, გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58.7 მილიარდი ლარი. 

რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6%-ს. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2022 წლის ნომინალური მშპ-ის მოცულობა 65 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადასცდება 5 500 დოლარს. 

ამბობს პერმიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოს მშპ 49.4 მილიარდი ლარია [$15.9 მლრდ], ერთ სულ მოსახლეზე კი – 13 292 ლარი [$4 274]. 

EBRD-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-ს შეადგენს, მსოფლიო ბანკის შეფასებით კი, წელს საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება.

კომენტარები