ნარკოდანაშაული

შსს: ფონიჭალასა და მარნეულში 1 კგ-ზე მეტი ჰეროინი ამოვიღეთ, დაკავებულია 2 პირი

სამართალდამცველებმა მარნეულსა და ფონიჭალის დასახლებაში ორი პირი დააკავეს. მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებაღ.

"სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში, 1992 წელს დაბადებული ლ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ჰეროინის შემცველი 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება. რაც შეეხება 1974 წელს დაბადებულ ნ.ქ.-ს, პოლიციამ ის ქალაქ მარნეულში დააკავა. სამართალდამცველებმა პირადი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ჰეროინის შემცველი ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება" - აცხადებს შსს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები