მე დღეს ვერ ვიქნები ომახიანი. მიშა მოკითხვას გითვლით ყველას, მე ტყუილს ვერ ვიტყვი - მიშა ცუდად არის.
სულ ოპტიმისტურად გამოვდივარ ხოლმე, ვცდილობ, იმაზე უკეთ გამოვიყვანო მდგომარეობა, ვიდრე არის, მაგრამ დღეს, მისი ფიზიკური მდგომარეობა... მაშინ, როცა უკვე მითხრა - გეხვეწები, საჯაროდ მადლობა უთხარი იმ გოგოსო...
- ვინ გოგოს მეთქი?
- აი, ძაან მაგარი გოგო როა, პარლამენტში რომ შიმშილობა დაიწყოო.
- ლაკას მეთქი?
- ჰო, წარმოგიდგენია, უკვე ვერ ვიხსენებ სახელებსო.
ეს არ არის ქვეყანა და ჩვენ მიშას არ დავკარგავთ არც ერთ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები პირადად





