სამ რეგიონში ჩვენ უკვე ახლოს მივდივართ 60%-იან, ანუ წლევანდელ სამიზნე მოცვასთან. ესაა თბილისი, სადაც უკვე მოზრდილი მოსახლეობის 50%-ია აცრილი, აჭარაში, სადაც 45%-ზე მეტია აცრილი და ეს გახლავთ ასევე რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი შედარებით პატარა რეგიონი, სადაც ასევე 45%-ის ფარგლებშია აცრა.
ამ სამ რეგიონში იქნება სერიოზული სტიმულები იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავიდეთ 60%-იან მოცვაზე. თბილისში ამისთვის გვჭირდება დაახლოებით – 80 000 ადამიანის აცრა, აჭარაში დაახლოებით 40-45 ათასი და რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში 3 000 ადამიანი.
ასეთივე სამოდელო, რომ 60%-იან მოცვაზე სწრაფად გავიდეთ, შეირჩა ორი მუნიციპალიტეტი – გურჯაანი და ოზურგეთი. ქვეყნის საშუალო მოცვა მოზრდილ მოსახლეობაში დღეს გვაქვს 33.1%...