არჩევნები 2021

ხაზარაძე: გადმოვსახლდები წალენჯიხაში, ვიყიდი ბინას და დავუდგები ახალ მერს გვერდით

მე უკვე ვაპირებდი ანაკლიაში გადმოსახლებას, მაგრამ არ დამცალდა, მე გადმოსახლდები წალენჯიხაში, უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახალ არჩეულ მერს გვერდით და მთელ გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად.

ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები და დატოვეთ მოგება წალენჯიხაში, ვაჩვენებთ, როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია, ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ იმართება ნამდვილი თვითმმართველობა

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე.

კომენტარები