კორონავირუსი საქართველო

ცერცვაძე: ქორწილები და ქელეხები არ გვყოფნიდა, ახლა პოლიტიკური აქციები დაემატა

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალ პერიდოში ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს, რადგან სამი ფაქტორია, რამაც შეიძლება, ინფიცირებულთა რაოდენობა შეამციროს. ეს არის ვაქცინაცინირებულთა რაოდენობა, პირბადის გამოყენების პროცენტი და ხალხმრავალი თავყრილობები. ამ სამიდან რას აკეთებს საქართველო? თითქოს საღი განსჯის უნარი დაკარგა მოსახლეობამ და აკეთებს ყველაფერს საპირისპიროდ, ვაქცინაციის დონე კი არ იმატებს, არამედ მცირდება, რაც წარმოუდგენელია, როცა ყველა აღიარებს, რომ საქართველოში ვაქცინაციისთვის ყველაზე კარგი პირობებია შექმნილი, პირბადის ტარების პროცენტი 45-ია მაშინ, როცა ევროპაში და ამერიკაში, სადაც მოსახლეობა სრულად ვაქცინირებულია, პირბადის ტარების დონე 90%-ია. ხალხმრავალი შეკრებები, ქორწილები ქელეხები და დაბადების დღეები – ეს არ გვყოფნიდა, ახლა დაემატა პოლიტიკური აქციები.

ახლა ვიღაც ჩასაფრებული ადამიანი მეტყვის, რომ თვითონ ხელისუფლებამ ჩაატარა ერთი დიდი აქცია. დიახ, ჩაატარა და ეს არ იყო კარგი, ისევე, როგორც ოპოზიციის მიერ ჩატარებული აქცია. კარგით, ხელისუფლებამ ერთი დიდი აქცია ჩაატარა, ოპოზიცია აანონსებს პერმანენტულ აქციებს, რაც სამედიცინო თვალსაზრისით კარგი არ არის. სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მოსახლეობა და ამ სამი მაჩვენებლიდან სამივე შემოატრიალოს.

თქვა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის ცნობით.

კომენტარები