არჩევნები 2021

ხვიჩია ოცნებას: გავაგრძელოთ ურთიერთობა როგორც თანასწორებმა, მინდა თქვენთან თანამშრომლობა

მოდი, გავაგრძელოთ ურთიერთობა, როგორც თანასწორმა ადამიანებმა და როცა მე დავინახავ იმას, რომ თქვენ მართლა დაგაინტერესათ რამემ, რასაც ოპოზიცია ლაპარაკობს, ჩემი აზრით, მაშინ იქნება ეს პარლამენტი. მე მინდა თქვენთან თანამშრომლობა იმიტომ, რომ ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს დასმული საკუთარ თავთან შეკითხვა - რა გვინდა, ერთი საკითხი მაინც, რომელიც ჩვენი გაკეთებული იყოს, რომელსაც შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვებით, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ჩვენ ტყუილად არ ვმჯდარვართ, აი ამისთვის ვიბრძოდით. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ხელისუფლებაში, რომელიც დამოუკიდებლად იაზროვნებს ასე, მით უფრო წარმატებული იქნება ეს პარლამენტი.

გირჩის დეპუტატი, იაგო ხვიჩია პარლამენტის სესიაზე მიმართავს ქართულ ოცნებას

კომენტარები