არჩევნები 2021

კობახიძე: თუ ენმ-ს წევრები პარლამენტის დატოვებაზე განცხადებას შემოიტანენ – დავაკმაყოფილებთ

ირაკლი კობახიძე
იმედი

"ენმ-ს წევრების მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადებები თუ შემოვა, დავაკმაყოფილებთ". – ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

"ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილების დისკუსიაში არ შევალთ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენი გადაწყვეტილება პარლამენტის სხდომაზე გაფორმდება. მათ განცხადებებს დავაკმაყოფილებთ, თუ შემოვა. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, განხილვა მოხდება. დანარჩენი, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, ამაზე უკვე პარლამენტი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს". – ამბობს კობახიძე.

საკანონმდებლო ორგანოს დატოვებაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა გირჩი ჯაფარიძემ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ და ლევან ვარშალომიძემ.

1 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გავრცელდა, სადაც ექსპრეზიდენტი მხარდამჭერებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები