არჩევნები 2021

დეკანოიძე: წუთით არ დამიკარგავს გამარჯვების რწმენა, ახლა თითოეული ხმა უნდა დავიცვათ

მე, რა თქმა უნდა, ერთი წუთით არ დამიკარგავს გამარჯვების რწმენა. ვულოცავ ჩემს მეგობრებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოის მოქალაქეებმა თქვეს თავისი სათქმელი, ახლა ჯერი ჩვენზეა - ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს მოქალაქის თითოეული ხმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ უბნებზე - ჩვენი წარმომადგენლები, დამკვირვებლები, კომისიის წევრები, ყველანი არიან გმირები, ისეთ სიტუაციაში მოუწიათ მთელი დღე და მინდა მოვუწოდო, რომ გაუფრთხილდნენ. ახლა აუცილებელია, რომ ეს შედეგები, რომელიც არის ქუთაისში და ყველგან, ჩვენ შევინარჩუნოთ. 

მინდა, ვუთხრა ჩვენს კონკურენტებს - ნუ იკადრებენ უკადრებელს, იმიტომ, რომ ამ დიდებულ ქალაქს და საქართველოს მოქალაქეებს არ ეკადრებათ ის, რასაც მთელი დღის განმავლობაში კადრულობდნენ.

ამბობს მთავართან ინტერვიუში ქუთაისის მერობის კანდიდატი და ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი. ხატია დეკანოიძე. დეკანოიძემ მთავარი არხის კვლევით ხმების 53% მიიღო, იმედის კვლევით კი - 48.1%. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე.

კომენტარები