არჩევნები 2021

ხაზარაძე ღარიბაშვილზე: საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს თვითმმართველობა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არ არის არც კონსტიტუციის, არც კანონის საქმის კურსში და საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს თვითმმართველობა. მე მას მოვუწოდებ, რომ რაც უფრო ხშირად გამოვა და ისაუბრებს, ე.წ. განათლებას შემოიტანს საზოგადოებაში, ყველა ნათლად დაინახავს, რატომ ვართ ამ უბედურ დღეში ბოლო 9 წლის განმავლობაში. 

ამბობს ლელოს ლიდერი და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი, მამუკა ხაზარაძე ფორმულასთან ინტერვიუში. 22 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე, უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვს".

კომენტარები