ქეით ბეკინსეილი

ქეით ბეკინსეილი: ძალიან მაღალი IQ მაქვს, თუმცა კარიერის წარმართვაში არ გამომადგა

Fox News

ჰოვარდ სტერნთან ინტერვიუში ქეით ბეკინსეილმა საკუთარ IQ-ზე ილაპარაკა. ინგლისელი მსახიობის თქმით მაღალი ინტელექტის კოეფიციენტმა კარიერის წარმართვაში არაერთხელ შეუშალა ხელი.

"ახალგაზრდობაში დედამ IQ ტესტი შემავსებინა და ძალიან მაღალი შედეგი, 152 ქულა ავიღე. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ალბათ ტვინის ერთი-ორი უჯრედი "გადავწვი", მაგრამ მთლიანობაში ძალიან მაღალი IQ მაქვს. არაერთმა მეგობარმა და ექიმმა სხვადასხვა დროს მითხრა, 30%-ით ნაკლები რომ გქონოდა, გაცილებით ბედნიერად იცხოვრებდი. ჩემთვის კარგი არაფერი მოუტანია, კარიერის წარმართვაში საერთოდ არ მეხმარება. მთლიანობაში ნაკლოვანება მგონია". – ამბობს მსახიობი.

სტატისტიკის მიხედვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ინტელექტის კოეფიციენტის ტესტში 85-დან 100 ქულამდე იღებს. მაღალ IQ-დ ითვლება 130 ქულა ან მეტი. მაგალითისთვის ალბერტ აინშტაინის ინტელექტის კოეფიციენტი 160 ქულას შეადგენდა.

სამსახიობო კარიერის დაწყებამდე ბეკინსეილი ოქსფორდის უნივერსიტეტში ინგლისურ და რუსულ ლიტერატურას სწავლობდა. მსახიობი დედის დახმარებით ადრეული ასაკიდან თამაშობდა ფილმებში. მსოფლიო ცნობადობა მძაფრსიუჟეტიანი ფილმების სერია Underworld-მა მოუტანა.

კომენტარები