ვაქცინაცია

სერგეენკო: უნდა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე

მნიშვნელოვანია არსებული შეზღუდვების განუხრელი აღსრულება და შესრულება. პრობლემის შესარბილებლად ქვაკუთხედი მონიტორინგი და ადეკვატური რეაგირებაა. უკვე ასპარეზზე გამოვა შეზღუდვების ნაწილი, რომელიც განასხვავებს ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს. არავაქცინირებულებისთვის განხორციელდება ის შეზღუდვები სელექტიურად, რაც ყველასთვის მძიმე გადასატანია, მაგრამ ეს არის ის ფასი, რაც უნდა გადავიხადოთ იმაში, რომ ყოველდღიურად ამდენი ადამიანი არ იღუპებოდეს.

სავალდებულო აცრებს მნიშვნელობა მაშინ ექნება, თუ მას შესაბამისი აღსრულება ექნება. მხოლოდ რეგულაციაში ასახული სავალდებულოობა საკმარისად ეფექტური არ იქნება. ახლა უნდა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და რაც არ უნდა დისკრიმინაციულად ჟღერდეს – უპირატესობა ვაქცინირებულს მიენიჭოს. თუ ამან ორ-სამკვირიან პერიოდში შედეგი არ იქონია, საჭირი იქნება ძალიან ხისტი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული ნიშნით და რისკჯგუფების სავალდებულო აცრისთვის.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით სერგეენკომ.

კომენტარები