Worldometers-ის ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საქართველო მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ქვეყანაში ბოლო 7 დღეში კორონავირუსის 30 194 შემთხვევა დადასტურდა. ეს წინა კვირასთან შედარებით 59%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება სიკვდილიანობას, ბოლო 1 კვირაში საქართველოში კორონავირუსით 240 ადამიანი გარდაიცვალა, მილიონ მოსახლეზე გადათვლით ქვეყანა სიკვდილიანობით მსოფლიოში მე-15 ადგილზეა. ჯანდაცვის სპეციალისტების განმარტებით, ინფიცირების შემთხვევების მატებიდან 10-14 დღეში სიკვდილიანობაც გაიზრდება.
კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად, თვეზე მეტია შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი. 7 თვის განმავლობაში, ქვეყანაში სულ მცირე ერთი დოზით ერთ მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანი აიცრა.