მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მეუფე გიორგი სააკაშვილზე: მხეცზე დაუნდობელი იყვნენ, პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა აეკრძალოთ

სამწუხაროა და სატირალია ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა. ვინ იფიქრებდა, რომ 2021 წელს ჩვენ მოგვიწევდა ისევ წარსულ ხელისუფლებაზე, რეჟიმზე კიდევ ერთხელ საუბარი. ეს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას აკისრებს დღევანდელ ხელისუფლებასაც, რომ აქამდე მოვიდა ეს პროცესები. მე გამკვირვებია ჩვენი საზოგადოების, რომ მათ დაივიწყეს ის ავადსახსენებელი წარსული, ამნეზია დაემართათ. თქვენ იცით, რომ პოლიტკური ორგანიზაცია, რომელიც ახლა ცდილობს, პოლიტიკური რეინკარნაცია მოახდინოს, რომლის სათავეშიც სწორედ იდგა ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი სააკაშვილი, რომელიც დღეს არის პატიმარი. მათი ხელისუფლების დროს გარეულ მხეცზე დაუნდობელი იყვნენ საკუთარი მოსახლეობისადმი, უამრავი ბოროტება შეამთხვიეს ჩვენს ქვეყანას და ზოგიერთები, მე ვფიქრობ, დათვურ სამსახურს უწევენ, იმის მაგივრად, რომ მოუწოდებდნენ ჭეშმარიტი სინანულისაკენ.  

[...] იმედია, რომ ჩვენს საზოგადოებას ეყოფა კეთილგონიერება და სწორ დასკვნებს გააკეთებს. როცა საუბარია საყოველთაო შერიგებაზე, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი მცირერიცხვოვანი ერი არის ამდენ პარტიად დაყოფილი, საზოგადოება არის პოლარიზებული, მაგრამ ერთიანობა უნდა მოხდეს ჭეშმარიტებაში, სამართლიანობა წინ უნდა უსწრებდეს მშვიდობას, საწინდარია მშვიდობის. თუკი ბოროტებას სიკეთეს ვუწოდებთ და სიკეთეს ბოროტებას, ნათელს ბნელს და ა.შ. ვაი ისეთ კაცსო, ამბობს წინასწარმეტყველი. ამიტომ, მართლაც დიდი განსაცდელია, საით მივექანებით, არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, განსაცდელებმა უნდა გამოგვაფხიზლოს და განსაცდელებმა უნდა მიგვიყვანოს ჭეშმარიტებამდე და, თუნდაც, ერთიანობამდე. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ დასკვნებს ვერ ვაკეთებთ. შეიძლება, არ მოგვწონდეს დღევანდელი ხელისუფლება და კრიტიკულიც იყო, მაგრამ ის ავადსახსენებელი, ტოტალიტარული რეჟიმი, რომელმაც მრავალი ოჯახი გააუბედურა, მრავალი პატიმრად აქცია და ის უბედურებები, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, არ შეიძლება, ადამიანი ცდილობდე, რომ ისევ იმ წრეზე მიდიოდე. მათ ერთადერთი, შეიძლება შეინანონ და პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა აეკრძალოთ, ვინც ასეთი გადაცდომა კი არა, დანაშაულებრივ საქმიანობაში იქნება მხილებული საკუთარი ხალხისადმი. ასეთებს აღარ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მოდიოდნენ მაღალ თანამდებობაზე, თუ პოლიტიკურ მოღვაწეობას აგრძელებდნენ. დღეს საოცარია, გაოცებული ვარ, ზოგი პიროვნება, რომელიც ჩვენს უწმინდესს რას ჰკადრებენ და ამ პიროვნებას, ლამისაა, მოწამის და წმინდანის მანტია მოასხან. გესმით, რა ხდება ჩვენს საზოგადოებაში? შეიძლება ახალგაზრდა თაობას არ ახსოვს, მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს, ვინც ზრდასრულები ვართ? წინ უნდა გავიხედოთ ისე, რომ ჩვენ გვახსოვდეს წარსული და ვფიქრობდეთ მომავალზე. 

ამბობს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

კომენტარები