ჩინეთი

ჩინეთი ბირთვული შესაძლებლობის ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდას უარყოფს

ჩინეთმა ზებგერითი რაკეტების პლატფორმა ერთ-ერთ სამხედრო აღლუმზე გამოიყვანა
Getty Images

ჩინეთი ბირთვული შესაძლებლობის ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდას უარყოფს. ინფორმაცია, რომ ჩინეთმა ამ ტიპის რაკეტა აგვისტოში გამოცადა გამოცემა Financial Times-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

ცნობების საპასუხოდ ორშაბათს, 18 ოქტომბერს განცხადება გააკეთა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჭაო ლიძიანმა თქვა, რომ ივლისში ჩინეთმა კოსმოსური ტექნოლოგიები გამოცადა და ეს რუტინული ტესტი იყო.

"ეს არ იყო რაკეტა, ეს იყო კოსმოსური ხომალდი. [ტესტს] დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კოსმოსური ხომალდების გამოყენების ხარჯების შემცირებისთვის" – თქვა ჭაო ლიძიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განმარტებით, ბევრი ქვეყანა ატარებს მსგავს გამოცდას. ჭაო ლიძიანის თანახმად, Financial Times-ის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

გამოცემის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში ჩინეთმა ბირთვული შესაძლებლობების მქონე ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა გამოცადა, რომელმაც სამიზნეს დარტყმამდე ჯერ დედამიწას შემოუფრინა. ინფორმაციას Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, რაკეტის არსებობდა აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებისთვის მოულოდნელობა იყო.

საკითხში გათვითცნობიერებული 5 ადამიანის თანახმად, ჩინეთის სამხედრო ძალების რაკეტამ დედამიწის დაბალ ორბიტაში იფრინა, დედამიწას შემოუფრინა და სამიზნეს რამდენიმე ათეული მილით აცდა. წყაროს თანახმად, რაკეტის გამოცდა აჩვენებს, რომ ჩინეთმა დიდ პროგრესს მიაღწია ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავებაში და ეს პროგრესი იმაზე დიდია, ვიდრე ამას აშშ ვარაუდობდა.

"წარმოდგენა არ გვაქვს, ეს როგორ გააკეთს" – ციტირებს Financial Times-ი თავის ერთ-ერთ წყაროს.

ჰიპერბგერით იარაღის შემუშავებაზე აშშ, რუსეთი და ჩინეთი მუშაობს. მართვადი სამხედრო სარაკეტო ბლოკის რაკეტით გაშვების შემდეგ ის დედამიწის დაბალ ორბიტაზე საკუთარი აჩქარებით მოძრაობს. ამ ტიპის რაკეტის სიჩქარე 5-ჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს, თუმცა ბალისტიკურ რაკეტაზე უფრო ნელია. ბალისტიკური რაკეტისგან განსხვავებით ახალი ტიპის რაკეტა წინასწარ განსაზღვრულ პარაბოლურ ტრაექტორიას არ მიჰყვება და მართვადია, რაც მის აღმოჩენას ართულებს

ტელორ ფრაველის, ჩინეთის ბირთვული იარაღის საკითხების ექსპერტის თანახმად, ჰიპერბგერითი სამხედრო სარაკეტო ბლოკმა, რომელიც ბირთვული ქობინით არის აღჭურვილი, ჩინეთს შეიძლება შესაძლებლობა მისცეს აშშ-ს ანტისარაკეტო სისტემას, რომელიც ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ არის შემუშავებული, გვერდი აუაროს. ფარველი აღნიშნავს, რომ თუ ჩინეთი ამ ტიპის იარაღის ტექნოლოგიას ბოლომდე დახვეწს, ამას შეიძლება "დესტაბილიზაციის" ეფექტი ჰქონდეს, თუმცა ეს კონკრეტული ტესტი ჯერ არ ნიშნავს, რომ ჩინეთმა ახალი ტიპის იარაღი უკვე დახვეწა.

კომენტარები