მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ტიკარაძე სააკაშვილზე: პაციენტის თანხმობის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას არსებულ ვითარებაზე

ავღნიშნავთ იმას, რომ პაციენტის [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რა თქმა უნდა არის კონფიდენციალური და ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ. ასევე, მის პირად ექიმსაც არ ჰქონდა აღებული უფლება იმასთან დაკავშირებით, რომ გაეზიარებინა ჩვენთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ველოდებით ამ ეტაპზე პაციენტისგან თანხმობას და მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ უკვე მსჯელობას, როგორც არსებულ მდგომარეობაზე, ასევე ყველა გამოსავალზე, რაც შემდგომში შეიძლება გახდეს საჭირო.

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს შეხვდა. 

კომენტარები