ნორვეგია

BBC: ნორვეგიაში კაცმა მშვილდ-ისრით რამდენიმე ადამიანი მოკლა

BBC-ის ინფორმაციით, ნორვეგიის ერთ-ერთ ქალაქ კონგსბერგში რამდენიმე ადამიანი მოკვდა და დაშავდა, მას შემდეგ, რაც მათ მშვილდ-ისრით შეიარაღებული კაცი თავს დაესხა.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა სროლა დაიწყო ქალაქში მდებარე Coop Extra-ის სუპერმარკეტში.

პოლიციის ცნობით, კაცი უკვე დაკავებულია და, სავარაუდოდ, ის დამოუკიდებლად მოქმედებდა. მათივე თქმით, უცნობია მსხვერპლთა რიცხვი, ხოლო დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

კომენტარები