კორონავირუსის პანდემია აშშ-ში

აშშ მექსიკისა და კანადის სრულად ვაქცინირებულ მოგზაურებს სახმელეთო საზღვარს გაუხსნის

BBC

აშშ-ს განცხადებით, კანადიდან და მექსიკიდან სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის სახმელეთო საზღვარი ნოემბერში გაიხსნება. არავაქცინირებულ მოგზაურებს კანადიდან და მექსიკიდან სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთის უფლება კვლავ არ ექნებათ. თვითმფრინავით ამერიკაში ჩასასვლელად კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხია საჭირო.

ამერიკამ მექსიკიდან და კანადიდან მოგზაურობა 2020 წლის მარტში შეაჩერა. 

"მოხარულები ვართ, უსაფრთხო და მდგრადი მიდგომით გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები რეგულარული მგზავრობის აღდგენისკენ". -  თქვა აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანმა ალეხანდრო მაიორკასმა.

ამჟამად, უცხოელები, რომლებიც 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდნენ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ირანში, ბრაზილიასა და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, შეერთებულ შტატებში არ დაიშვებიან.

აუცილებელი საჭიროების მოგზაურებს, როგორებიც არიან სტუდენტები, სატვირთო მანქანის მძღოლები, შეერთებული შტატების მოქალაქეები და ჯანდაცვაში მომუშავები პერსონალი, არ ეკრძალებოდა შტატები სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთა.

თუმცა 22 იანვრიდან კანადიდან და მექსიკიდან აშშ-ში სახმელეთო გზით მოსახვედრად ამ კატეგორიის ადამიანებსაც დასჭირდებათ ვაქცინაციის საბუთი.

"ეს მიდგომა უზრუნველყოფს საკმარისს დროს, რომ აუცილებელი საჭიროების სტუდენტები აიცრან". -  თქვა აშშ-ს შიდა  უსაფრთხოების დეპარტამენტმა.

Reuters-ის ცნობით, ზუსტი თარიღი, როდის აღდგება კანადიდან და მექსიკიდან ვაქცინირებულითათვის სახმელეთო მიმოსვლა, ჯერ უცნობია.

კანადამ საზღვარი ამერიკის სრულად ვაქცინირებულ მცხოვრებებს 9 აგვისტოს გაუხსნა, ხოლო მექსიკის საზღვარი მთელი პანდემიის განმავლობაში ღია იყო.

კომენტარები