კორონავირუსი ბრაზილიაში

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო ფეხბურთის მატჩზე აუცრელობის გამო არ შეუშვეს

BBC

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო ბრაზილიის შიდა ჩემპიონატის, სანტოსისა და გრემიოს საფეხბურთო მატჩზე არ შეუშვეს, რადგან ქვეყნის პირველ პირს ჯერაც არ გაუკეთებია Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა.

"რაში მჭირდება აცრის ცნობა? უბრალოდ, სანტოსის თამაშის ნახვა მინდოდა. ეს რა მოიგონეს? იმაზე მეტი ანტისხეული მაქვს, ვიდრე – ნებისმიერ აცრილს". – ამბობს ბოლსონარო, რომელმაც კორონავირუსი 2020 წელს გადაიტანა.

კანონის თანახმად სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ აცრილ მოქალაქეებს შეუძლიათ. ბოლსონარუ აცრას არ აპირებს, ბრაზილიის პრეზიდენტმა საჯაროდ, არაერთხელ, ეჭვის ქვეშ დააყენა ვაქცინაციის აუცილებლობა. 

ბრაზილიაში პანდემიის დაწყებიდან Covid-19-ით 600 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

 

კომენტარები