Cats

ენდრიუ ლოიდ ვებერი: ფილმი კატები ისეთი ცუდი იყო, რომ ძაღლი ვიყიდე

Pinknews

ენდრიუ ლოიდ ვებერის თქმით, მისი მიუზიკლის, Cats-ის ეკრანიზაცია იმდენად ცუდი იყო, რომ ფსიქოთერაპიული მიზნებისთვის ძაღლი შეძენა მოუწია. 

"საშინელება იყო, ვუყურებდი და ვფიქრობდი - "ო, ღმერთო, არა!", ამ პლანეტაზე ჩემი არსებობის 70-წლიან ისტორიაში პირველად მომინდა ძაღლის ყოლა". – ამბობს კომპოზიტორი.

ვებერი და ახალი შინაური ცხოველი პანდემიის დროს ძალიან დაახლოვდნენ. მუსიკოსმა ავიაკომპანიებს სთხოვა, ძაღლი მის თერაპიულ ცხოველად გაეფორმებინათ, რათა ფრენისას თვითმფრინავში ძაღლთან ერთად ასვლის უფლება მიეცათ. 

"ავიაკომპანიას მივწერე, ვთხოვე, ჩემი ძაღლი თერაპიულ ცხოველად გაეფორმებინათ. იქიდან მიპასუხეს - "შეგიძლიათ, დაამტკიცოთ, რომ ცხოველი ნამდვილად გესაჭიროებათ ფრენისას?" იცით, რა მივწერე? "ნახეთ, ჰოლივუდმა რა უქნა ჩემს კატებს?", პასუხად პირდაპირ ნებართვა მოვიდა". – ამბობს ვებერი.

ენდრიუ ლოიდ ვებერი ბრიტანელი კომპოზიტორია, მისი დაწერილია ისეთი ცნობილი როკ-ოპერები და მიუზეკლები, როგორებიც არის Jesus Christ Superstar, Phantom of The Opera, Cats. 

Cats-ის ჰოლივუდურმა ეკრანიზაციამ, ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობის მიუხედავად, მაყურებლისა და კრიტიკოსების უარყოფითი შეფასებები მიიღო. ფილმმა ანტიოსკარად წოდებული, ოქროს ჟოლოს რვა ნომინაცია მიიღო, რომლიდანაც ხუთში გაიმარჯვა.

კომენტარები